სამშვიდობო მოლაპარაკებები იემენის კრიზისზე

შვედეთში დაწყებულ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, დასრულდება თუ არა იემენში მრავალწლიანი ომი.

მთავრობასა და ჰუსიტ ამბოხებულებს შორის მიმდინარე სამშვიდობო დიალოგს საერთაშორისო საზოგადოება ოპტიმისტურად უყურებს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრები გაეროს შუამავლობით მიმდინარეობს.

2014 წელს დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა იემენში ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა. ქვეყანაში მილიონობით ადამიანს შიმშილის გამო სიკვდილი ემუქრება.