სამშვიდობო მოლაპარაკებები ევროპა-აშშ-ს შორის უთანხმოების ფონზე
ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა უკრაინის ომის დასრულებას, რისთვისაც დონალდ ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმაა მომზადებული. ევროპელი ლიდერების ნაწილი აშშ-ის ახალ კონცეფციას სკეპტიკურად უყურებს და ბრიუსელის კრიტიკის ნაწილში პრეტენზიებს არ იღებს, ზოგიერთი არც უფრო მკვეთრ შეფასებებს არ ერიდება. ჟენევის, მაიამის, მოსკოვის და ფლორიდის ოთხი შეხვედრის შემდეგ არის თუ არა გეგმის გარშემო წინსვლა – ამერიკის პრეზიდენტი ზელენსკის მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს, რუსეთისგან კი მის სამშვიდობო ზავზე თანხმობას ელოდება. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მედია მთავარ სადავო პუნქტებად ტერიტორიულ საკითხს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას ასახელებს. უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება მიიღოს უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის დამყარების შემდეგ – ამჯერად უკრაინის პირველი პირი კონსულტაციებს გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან გადის.
დაუნინგ სთრითზე შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.