სამშვიდობო გეგმის განხილვა

ამ წუთებში ჟენევაში შტატების, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შვეიცარიაში უკვე ჩავიდნენ. მთავარი განსახილველი თემა ამერიკის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმაა, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს.

სიახლეა ის, რომ შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ეს უკრაინისთვის საბოლოო შეთავაზება არ არის, თუმცა, როგორც ირკვევა, ძალაში რჩება დასახელებული თარიღი, 27 ნოემბერი, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოკუმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ლევან ახალაიას ჩართვა თემის დეტალებით #მოამბე