სამშვიდობო გეგმის ავტორი ამერიკაა - რუბიოს განცხადება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სამშვიდობო წინადადების ავტორი ამერიკაა. მარკო რუბიოს თქმით, გეგმა რუსული და უკრაინული მხარის პოზიციებსა და ძველ წინადადებებს ეფუძნება. მანამდე „სქაინიუსი“ ორ ამერიკელ სენატორზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკის შედგენილი არ იყო და მისი ავტორი რეალურად რუსეთია.