სამშვიდობო გეგმაზე ევროკავშირში იმსჯელებენ

„ევროკავშირი უკრაინასა და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს“ – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა წერს. შეხვედრა ევროკავშირი-აფრიკის კავშირის ფარგლებში გაიმართება. კოშტა აღნიშნავს, რომ აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმის პროექტი ისეთ დებულებებს შეიცავს, რაც არსებითად მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის.