აშშ-ის სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ პირდაპირი ინტერესი არსებობს ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში. მისივე თქმით, თუ აქამდე საუბარი იყო, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა დათანხმებოდა უკრაინა, ახლა, როგორც ჩანს, ამას დაემატა ევროპა, რაც დამაფიქრებელია.
პაპუაშვილის განცხადებით, 2022 წელს იყო მცდელობა გარე და შიდა ძალების მხრიდან, რომ საქართველოც ჩაერთოთ რუსეთთან ომში. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ახალ სამშვიდობო გეგმას სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში ეხმაურებიან.