ამერიკის სამშვიდობო გეგმას, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს, თბილისში აფასებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამ საკითხზე „ქართული ოცნება“ კრემლის ნარატივს ავრცელებს, არსებული გეგმა, რუსული გეგმაა და იმედოვნებენ, რომ დოკუმენტის შინაარსი შეიცვლება. მმართველ გუნდში კი – ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესებმა კარგად წარმოაჩინა ის რეალობა, რომელიც უკრაინის გარშემოა შექმნილი.