ვაშინგტონში უკრაინის დელეგაციასთან შესახვედრად ემზადებიან. შეხვედრა ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან – სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან უნდა გაიმართოს და მას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც დაესწრება. სააგენტო „როიტერი” აღნიშნავს, რომ უკრაინა ვაშინგტონის მხრიდან მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის, რათა სამშვიდობო შეთანხმების პირობებს დათანხმდეს. ეს კი იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ახლა ყველაზე რთულ პოლიტიკურ და სამხედრო სიტუაციაში იმყოფება. უკრაინის დელეგაცია ამერიკაში განახლებული შემადგენლობით, ჟენევაში დარედაქტირებული ტრამპის სამშვიდობო გეგმის დეტალების განსახილველად იმყოფება.