სამშვიდობო გეგმა - ემანუელ მაკრონის პოზიცია

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომში პროგრესის მიღწევისას ერთადერთი დაბრკოლება რუსეთია. ამის შესახებ მაკრონმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპელებს სურთ მშვიდობა, მაგრამ ეს მშვიდობა გრძელვადიანი უნდა იყოს. მაკრონის თქმით, ხვალ და შემდგომ დღეებში ერთობლივ გეგმას ევროპელები უკრაინელებთან ერთად შეიმუშავებენ.