სამშვიდობო გეგმა - დონალდ ტრამპის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი „სამშვიდობო გეგმა“ საბოლოო წინადადება არ არის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. თუმცა, მანამდე, ის მედიასთან აქტიურად საუბრობდა, რომ ზელენსკის ამ წინადადებაზე დათანხმება მოუწევდა და შესაბამისად, გეგმაში ცვლილებებს არ განიხილავდა. ამერიკის ლიდერს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, თუ რა მოხდება უკრაინის პრეზიდენტის უარის შემთხვევაში, რაზეც ტრამპმა უპასუხა „მაშინ ზელენსკის შეუძლია, გააგრძელოს ბრძოლა მთელი ძალით“.