სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტები

8 ოქტომბრის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა სამშენებლო უსაფრთხოების საკითხი.

ბათუმის და თბილისის მუნიციპალურ საზედამხედველო სამსახურებში მიმართვიანობა მკვეთრად არის გაზრდილი. მოქალაქეები რეკავენ და ითხოვენ, რომ მათ კორპუსებში მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები სასწრაფოდ შეამოწმონ და გააკონტროლონ. ძირითადად პირველი სართულების კომერციულ ფართებად გადაკეთების და მიშენება-დაშენებების პრობლემა არა მხოლოდ ბათუმის, არამედ ყველა ქალაქის, პირველ რიგში კი თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კანონმდებლობით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას, ან მიშენება-დაშენებას არქიტექტურის სამსახურის ნებართვა სჭირდება. თუმცა საკმაოდ ხშირია ნებართვის გვერდის ავლით სამუშაოების თვითნებურად ჩატარების შემთხვევები.

მარიამ სეთურიძე არკვევდა, როგორ უნდა მოხდეს 8 ოქტომბრის ტრაგედიის პრევენცია და რა იგულისხმება პრემიერის მიერ დაანონსებულ რეგულაციების გამკაცრებაში.