სამშენებლო სექტორში განხორციელებული ცვლილებები
ფასების ინდექსაცია, ელექტრონული შესყიდვები და ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული – სამშენებლო სექტორში განხორციელებულ ცვლილებებზე მთავრობის ადმინისტრაციაში დისკუსია გაიმართა. ლევან ჟორჟოლიანი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ყველა ის ძირითადი ცვლილება, რაც რეფორმის შედეგად სექტორში ამოქმედდა. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები რეფორმის შემდგომ სექტორში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებენ, თუმცა საუბრობენ გამოწვევებზეც. აქცენტი კეთდება სამშენებლო ხელშეკრულებების ფასის კორექტირების მექანიზმზე, რომელიც ბაზარზე მასალების, საწვავის, მუშახელისა და სხვა რესურსების გაძვირების რისკებს აზღვევს.
რა შენიშვნები აქვს სამშენებლო სექტორს – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.