სამშენებლო სამუშაოები თბილისის სკოლებში

22:07, 29.05.2025

პრობლემა, რომელიც წლებია ათასობით მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს აწუხებს – ავარიული სკოლის შენობები და სასწავლო დაწესებულებებში არსებული მოძველებული ინფრასტრუქტურა ის მთავარი მიზეზია, რატომაც მოსწავლეებს განათლების მისაღებად საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით სიარული უწევთ. სათანადო ინფრასტრუქტურის არ არსებობა პერიოდულად აქციების მიზეზიც ხდება. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას, თუმცა არაერთი სკოლა რთულ მდგომარეობაშია დედაქალაქშიც. რა ეტაპზეა უკვე დაწყებული სამუშაოები და რა ფაქტორები აფერხებს რეაბილიტაციის პროცესს ? –  ამის გასარკვევად თბილისის რამდენიმე სკოლას განათლების კომიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

მარიამ აფციაურის რეპორტაჟი #მოამბე

მსგავსი