სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება

რეკრეაციულ ზონებს და იქ მდებარე სპორტულ ობიექტებს კანონმდებლობა კიდევ უფრო დაიცავს.

თუ პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტი დამტკიცდება, რეკრეაციულ ტერიტორიებზე განაშენიანებას არა მუნიციპალიტეტები, არამედ მთავრობა და პარლამენტი გააკონტროლებენ.  არ არის გამორიცხული, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს გამოვლენილ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს.

კანონ-პროექტის მიღებამდე „მოამბემ“ დღეს ის სპორტული ობიექტები გადაიღო, რომლებმაც გაყიდვის შემდეგ პროფილი იცვალეს.