სამშენებლო რეგულაციები აჭარაში

ბათუმის მერიის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა დილემა შექმნა.

საუბარია ქაოტური მშენებლობების შესაჩერებლად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით სამშენებლო ნებართვების გაცემა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

დეველოპერები ბიზნესისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ნებართვების მისაღებად თვეობით უწევთ ლოდინი. მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.