სამშენებლო მასალების გადატანის წესების დარღვევის ფაქტები თბილისში

21:56, 11.11.2026

რა შედეგი მოიტანა სამშენებლო მასალების გადაზიდვის წესების გამკაცრებამ.

იანვრიდან ამოქმედებული კანონით, ბეტონმზიდი მანქანებიდან ბეტონის დაღვრა და ამტვერებადი მასალების ღია წესით გადაზიდვა იკრძალება – მანამდე მოქმედი ჯარიმები გახუთმაგდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გამკაცრებულმა რეგულაციამ კანონდარღვევების მაჩვენებელი სამჯერ შეამცირა. თუმცა დარღვევები მაინც ფიქსირდება. გარემოს დაბინძურების გარდა სამშენებლო მასალების ღია წესით ტრანსპორტირება გზებსაც აზიანებს, რის აღკვეთას ფინანსური სანქციების გაზრდით ცდილობენ. რეგულაციების აღსრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყებები აქტიურობისკენ მოქალაქეებსაც მოუწოდებენ და დარღვევებზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

მსგავსი