სამოყვარულო თეატრ „ათინათის“ პრემიერა
ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა სამოყვარულო თეატრმა „ათინათმა“ საბერძნეთის დედაქალაქში ორი სპექტაკლი გამართა. ქართველმა ემიგრანტებმა დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები წარადგინეს. პირველ დღეს მაყურებელმა „დარისპანის გასაჭირი“ ნახა, რომლის რეჟისორი ირინე ჩხეიძეა, ხოლო მეორე დღეს რეჟისორ ბადრი წერედიანის მიერ დადგმული „სამანიშვილის დედინაცვალი“.