სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია

სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უმცირესობათა საბჭოსა და სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებს ანგარიში გააცნო.

საუბარია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშსა და 2019 წლის პრიორიტეტებზე.

შეხვედრაზე მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხებს, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.