სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ თუშეთის მიმართულებით ზამთრის სეზონის ბოლო სამოქალაქო რეისები შეასრულა. ვერტმფრენმა ორი რეისით სოფელ ომალოში ადგილობრივი მოსახლეობა გადაიყვანა. სასაზღვრო პოლიციამ ასევე ადგილზე გადაიტანა პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები.
ზამთრის პერიოდში, საავტომობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ომალოსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად პერიოდულ ფრენებს ახორციელებს.