„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ანგარიში

სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე. ანგარიშში ასევე საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლების პარტიულ ღონისძიებებზე მობილიზებისა და პოლიტიკური ნიშნით პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევებზე.

ორგანიზაციის რეკომენდაციაა, არჩევნების დასრულებამდე ხელისუფლებამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ ყურადღება გაამახვილოს წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი პრობლემური საკითხების მიმართ, გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო პერიოდში მომზადებული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოს არჩევნების მიუკერძოებელ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.