სამოქალაქო პანაშვიდი

აფხაზეთში, 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 პირის ნეშტი ამოცნობილია. ცხედრები 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს მოიძიეს. ამ წუთებში, სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში იმართება.

ვაკო ორმოცაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.