სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში

აფხაზეთის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში. რვავე იდენტიფიცირებულ პირს დღეს დაკრძალავენ. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფარგლებში, ამ დრომდე 598 ნეშტია ნაპოვნი. მათგან 219 პირი უკვე იდენტიფიცირებულია.