სამოქალაქო პანაშვიდი

აფხაზეთის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. რვა იდენტიფიცირებული ცხედრიდან ოთხი მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ოთხი პირი კი, ოჯახის გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა პირადად მიუსამძიმრეს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის ფარგლებში, ამ დრომდე 598 ნეშტია ნაპოვნი. მათგან 219 პირი უკვე იდენტიფიცირებულია.