„სამოქალაქო მოძრაობის“ საჩივარი

„სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ მილიონ 100 ათასზე მეტი ღირებულების ტენდერს სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების საბჭოში ასაჩივრებს.

საუბარია ტენდერზე, რომელიც მერიამ 18 მარტს ბათუმის სივრცით-დაგეგმარების პროექტის შესაქმნელად გამოაცხადა.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი დოკუმენტაციაში სამართლებრივ და შინაარსობრივ დარღვევებზე საუბრობს და ეჭვობს, რომ სატენდერო პირობები წინასწარაა მორგებული სასურველ კომპანიაზე.

ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ბათუმის მერიაში.