სამოქალაქო მოძრაობა „რუსთაველების“ განცხადება 

საზოგადოება „რუსთაველები“ მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძეს უპირისპირდება. საზოგადოების წევრები კირკიტაძეს ცრუ დაპირებების გაცემაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტყუილია დაპირება, რომლის თანახმადაც ის მერობის პირველივე 100 დღეში რუსთაველებს მიწის ნაკვეთებს გადასცემს და ავტოფარეხებს დაუკანონებს, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი საკანონდებლო ბაზა. დავით კირკიტაძეს ასევე ბრალს დებენ მოსახლეობაზე უკვე გადანაწილებული რამდენიმე ჰექტარი მიწის და რამდენიმე დაწესებულების შენობის უკანონო გასხვისებაში.

დავით კირკიტაძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.