„სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ ტრენინგი
გორში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის“ მორიგი ტრენინგ-სემინარი გაიმართა, ის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსდა. მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერება და საერთო სამოქალაქო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაა. მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების წევრებმა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა. სახელმწიფო მინისტრსა და ახალგაზრდებს შორის გაიმართა დიალოგი სხვადასხვა საკითხებზე.