სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან. უწყება ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას ეყრდნობა.

მიზეზთა შორის სახელდება ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკები, მათ შორის უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზები.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ  საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება. მთავარი ამოცანა მგზავრებისა და ფრენების უსაფრთხოებაა. შეგახსენებთ, რომ თეირანთან ახლოს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეს მათი შეცდომის შედეგად მოხდა.