სამოქალაქო არეულობის საქმე - გამოკითხვები

ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის საქმეზე სუს-ის გამოძიების ფარგლებში კულტურის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „გილდიას“ წარმომადგენელი სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით გამოიკითხა.

გიგა ბექაურმა გამოკითხვის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა. როგორც მან განაცხადა, რადგან საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს, აკრძალული აქვს ჩვენების დეტალების გახმაურება. მისი ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სუს-ის გამოძიება საზოგადოებაში შიშის დათესვას ემსახურება. მისი თქმით, საქმე აბსურდულია და აზიანებს საქართველოს იმიჯს.