სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე სერბეთის სამი მოქალაქე დაიბარეს.

სამივე მათგანი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისა და არეულობის მოწყობის საქმეზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება. სერბეთის მოქალაქეები ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები არიან და ისინი იუსაიდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე იმყოფებოდნენ. ტრენინგზე რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სუს-ის ინფორმაციით, სწორედ „კანვასი“ გამოიყენება იმ ახალგაზრდების ჯგუფის მოსამზადებლად, ვინც თბილისში დესტაბილიზაცია უნდა მოაწყოს.