სამომხმარებლო ფასების ზრდა

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება.

საქ-სტატის ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით ინფლაცია 6.4 %-მდე გაიზარდა. ინფლაციის ასეთი მაღალი დონე პირდაპირ მოქმედებს სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. ფასები მომატებულია სურსათის თითქმის ყველა კატეგორიაზე, საშუალოდ 12 %-ით. რიგ შემთხვევაში მაჩვენებელი 16 %-საც კი სცდება. შემდეგ მოდის უალკოჰოლო სასმელები და თამბაქო. ამ უკანასკნელის ფასზე აქციზის გადასახადიც მოქმედებს.