სამომხმარებლო ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია
შემცირდება თუ არა სამომხმარებლო ფასები?- პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას აგრძელებს. მომავალ კვირას კომისიის წევრები იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს მოუსმენს. მსჯელობა ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორში არსებულ გამოწვევებს შეეხება. სწორედ ამ მოსმენის საფუძველზე უნდა მიიღოს კომისიამ გადაწყვეტილება, თუ რა ბერკეტებს გამოიყენებს დიდი ფასნამატის პრობლემის მოსაგვარებლად. ცნობისთვის, აქამდე პარლამენტში უკვე სამი საჯარო სხდომა გაიმართა.