სამომხმარებლო ფასების საკითხზე მომუშავე კომისიის სხდომა

21:24, 25.02.2026

სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასნამატის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა გრძელდება.

პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ამჯერად მცირე და საშუალო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს. რატომ იზრდება ფასნამატი მკვეთრად საზღვრიდან დახლამდე? არის თუ არა საჭირო პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოთი რეგულირება და სად იკვეთებოდა პრობლემები? გამოწვევები ამ შემთხვევაშიც  იდენტურია,- მთავარ პრობლემად დისტრიბუტორებიც ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობას, დაწესებულ მაღალ გადასახადებს და გადახდის არათანაბარ პირობებს  ასახელებენ. წარმოქმნილი ბარიერების გათვალისწინებით, როგორც ირკვევა, მიმწოდებელთა ნაწილი მსხვილ მარკეტებთან თანამშრომლობაზე უარსაც კი აცხადებს. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება ქსელური მარკეტების წარმომადგენელთა პოზიცია.

კომისია მათ უახლოეს მომავალში მოუსმენს.

მსგავსი