სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხი
ფასების შესამცირებლად შექმნილი სამთავრობო კომისია კონკრეტულ შედეგს აპრილამდე დადებს. მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა შეხვედრა მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან. მიზანი ბიზნესის თავისუფლების დაცვასთან ერთად, სურსათის მაღალი ფასების პრობლემის მოგვარებაა. კომისიის მუშაობას აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობა“ პროდუქტის ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და გამოსავალს ხელისუფლებისა და არსებული პოლიტიკის ცვლილებაში ხედავს. გიორგი გახარიას პარტიაში კი – იმედოვნებენ, რომ მიმდინარე პროცესები მხოლოდ ბიზნესების გადანაწილების თემას არ მოემსახურება და სამთავრო და საპარლამენტო კომისიები რეალურ შედეგს დადებენ.