მომავალი კვირიდან პარლამენტში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასების შემცირებაზე მუშაობა დაიწყება. კომისიას უმრავლესობის დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. საკითხთან დაკავშირებით კი, მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება. მთავრობა ხელშესახებ შედეგს ელოდება. მანამდე შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გაიმართა. პრემიერ-მინისტრი სურსათის, წამლებისა და საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და დაინტერესდა რამდენად ჯანსაღია ბაზარზე კონკურენცია და არსებობს თუ არა ფასის კლების რესურსი.