სამომხმარებლო ფასების რეგულირება
ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ მომავალ წელს მოსახლეობა სამომხმარებლო პროდუქტების შეძენას უფრო იაფად შეძლებს. მაღალი ფასნამატი და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები კვლავ პოლიტიკური განსჯის საგანია. ცნობილია, რომ საგაზაფხულო სესიაზე ამ პრობლემის შესასწავლად საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება, რომლის მუშაობაშიც ჩართვას აპირებენ გახარიას გუნდის წევრები, ოპოზიციის ნაწილი კი პრემიერის ინიციატივას აკრიტიკებს და ბიზნესის რეპრესიების საფრთხეზე საუბრობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ დაცული იქნება როგორც მომხმარებლების, ასევე კერძო სექტორის ინტერესები.