სამომხმარებლო ფასები - შეხვედრები პრემიერთან

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ხვალ შეხვედრა მწარმოებლებთან და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება. სურსათისა და მედიკამენტების გარდა, სამთავრობო კომისია საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ ქვეყანაში ფასების შემცირების მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, „ქართულ ოცნებაში“ დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის გაზრდილი ეკონომიკური პარამეტრები მოქალაქეებზე უნდა აისახოს.