სამომხმარებლო ფასები – საპარლამენტო კომისიის გეგმა
ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობის ვადა იწურება. რა იწვევს სასურსათო პროდუქტებზე მაღალ ფასნამატს და არსებობს თუ არა ფასების დაწევის რესურსი. ხმაურიანი განხილვების და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, კომისიამ დასკვნა უნდა დადოს. როგორც ირკვევა, მოსახლეობის უმრავლესობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე საპასუხოდ, საპარლამენტო კომისია ევროპული პრაქტიკით იხელმძღვანელებს. თუმცა დეტალები ჯერ უცნობია. ბოლო შეხვედრები მომავალ კვირაში ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართება. არ არის გამორიცხული ფასების რეგულირების პროცესში კონკურენციის ეროვნული სააგენტო და სხვა უწყებები ჩაერთონ.
შეძლებს თუ არა საპარლამენტო კომისია კონკრეტული შედეგებზე გასვლას – უმრავლესობისა და ოპოზიცის მოლოდინი განსხვავებულია.