სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი

სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სამომხმარებლო ბაზარს ინტენსიურად ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპრეტორებს, საცხობებს და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებენ. შემოწმებისას ყურადღება ექცევა წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების, სურსათის შენახვის პირობების, ვადების და მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დაცვის საკითხებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს კვერცხი და მაღალი რისკის სურსათი როგორიცაა ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ინსპექტირება და დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა კვერცხის 41 მწარმოებელთან; ერთი ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის არ ქონის გამო დაჯარიმდა. ამავდროულად, საკონდიტროებში განხორციელდა 175 შემოწმება. გამოვლინდა 10 დარღვევა.