სამმხრივი შეხვედრა თბილისში

თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმხრივი შეხვედრა იმართება. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა, რის შემდეგაც დახურულ ფორმატში გრძელდება სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. შეხვედრის ძირითადი მიზანია სამი ქვეყნის ხედვის გაზიარება იმ შესაძლო მიმართულებებზე, რაც საფუძველს დაუდებს სამმხრივი თანამშრომლობის პროცესს, რაც საბოლოო ჯამში, მიმართული იქნება რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ.