სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში

სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას – სტამბოლის დეკლარაციას. მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა თავის თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს.

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო შუა დერეფნის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პროექტები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილი პირისპირ შეხვედრას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართავს.