სამმხრივი შეხვედრა სირიის კრიზისზე

რუსეთის, თურქეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა მოსკოვში. თურქული მედიის ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე სირიის კრიზისი, ლტოლვილების საკითხი და ტერორისტებთან ერთობლივი ბრძოლის პერსპექტივები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, თურქეთის, სირიისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის სამსახურების უფროსები სირიასა და მთელ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის სამმხრივი შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.