სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები პარიზში

პარიზში ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

ქართული მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან და ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებთან – გერმანიასა და საფრანგეთთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული თემები, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და მასთან დაკავშირებული ზომები, ასევე, რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები.