სამმხრივი მოლაპარაკებების პერსპექტივა
უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება. თუმცა, მას მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლო ადგილი და მონაწილე პირების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. მანამდე, კრემლშიც განაცხადეს, რომ რუსეთი ელის, სამი ქვეყნის წარმომადგენლების უახლოეს მომავალში შეხვედრას. რაც შეეხება მაიამიში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას, მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს შეუძლებელია. რუსული მხარე ზელენსკისთან შეხვედრას კვლავ მხოლოდ მოსკოვში განიხილავს.