სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ დაბიში

21:44, 10.11.2026

რუსეთი და უკრაინა ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ეს არის მთავარი შედეგი ცხრათვიანი პაუზის შემდეგ გამართული სამმხრივი მოლაპარაკებიდან.

ამერიკის შუამავლობით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებს აბუ დაბიმ უმასპინძლა. ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტები, ომის შემდგომ ევროპის არქიტექტურა – ეს თემები იყო დღის წესრიგში. მოლაპარაკებები ხვალაც გაგრძელდება. ამერიკული მხარე კმაყოფილია, რუსეთი წინაპირობებს აყენებს. სურვილის მიუხედავად, მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ ისხდნენ ევროპელი ლიდერები. თუმცა აბუ დაბიშია ჩასული ევროკავშირის მიერ გაგზავნილი წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც სამმხრივი მოლაპარაკების პირველი რაუნდის დაწყებამდე აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებს შეხვდა.

რა პოზიციებით ჩავიდნენ მხარეები აბუ დაბიში, გაფართოვდება თუ არა სამმხრივი ფორმატი და იქნება თუ არა ცეცხლის შესაწყვეტად დიპლომატიური ძალისხმევა ამჯერად მაინც წარმატებული – სალომე თორაძის რეპორტაჟი.

მსგავსი