სამმაგი მკვლელობა ხობში

15:02, 30.05.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამმაგ მკვლელობას იძიებს. შემთხვევა დღეს ხობში მოხდა. მოკლულია სამი ახალგაზრდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაღუპულმა ჯერ ორ ახალგაზრდას გაუხსნა ცეცხლი, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეზობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა მუშაობდა დაცვის პოლიციაში და ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს.

 

მსგავსი