სამმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა

 გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, პარტიის რიგებიდან სამი დეპუტატის გასვლის შესახებ. პირველი კომენტარები სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, სწორედ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთეს. მათი განცხადებით, „ყოველწუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება ომში ჩაებას, ამის მსურველი ძალიან ბევრია“.

„ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტში მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა, თანამდებობებს დატოვებენ. ამ დრომდე, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები კამერებთან არ გამოჩენილან. მათი წასვლის შემდეგ, პარლამენტში ასევე ვაკანტური გახდა სამი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაც.