სამხრეთის გაზის დერეფნის მე-12 მინისტერიალი ბაქოში
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანს სტუმრობს.
მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში სამხრეთ გაზის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს საკვანძო როლი ევროპა აზიის ენერგეტიკული დაკაშირების გზაზე და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისთვის. ეს იყო საკითხები რაზეც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ძირითადი აქცენტი გააკეთა. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე რომელმაც საქართველოს გავლით ელექტროენერგია ევროკავშირის ქვეყნებს უნდა მიაწოდოს. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.