სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გეოპოლიტიკური როლი

ევროპაში არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა მკვეთრად იზრდება.

ბოლო თვეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის მიერ ტრანზიტით მიღებული სარგებელი წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის მომატებული. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენმა შარშანდელთან შედარებით ბევრად მეტი მოცულობის ბუნებრივი აირი გაატარა, რაც ეკონომიკურ სარგებელზეც აისახა. მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის და რუსეთის შანტაჟის ფონზე ევროკავშირი მოსკოვისგან ენერგოდამოუკიდებლობის გზებს აქტიურად ეძებს, მოლოდინია, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო როლი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს მონაწილეობით ევროპის ქვეყნების გაზმომარაგების რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი უკვე დაანონსებულია.