აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის მესამე გლობალურ მედიაფორუმზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მათ შორის საუბრის თემა იყო ზანგეზურის დერეფნის როლი, რომელმაც, მისივე თქმით, მრავალი ქვეყანა უნდა დააკავშიროს. ალიევი თვლის, რომ აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს, არა მხოლოდ მიიღოს და დაამუშავოს ტვირთები, არამედ გადაამისამრთოს ისინი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე.
ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მიერ მართვის შესაძლებლობაზე, რაზეც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არ იქნება არანაირი ოპერატორი, იჯარა ან ქირა.