სამხრეთ აფრიკის ექს პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯეიკობ ზუმას კორუფციის მუხლით ბრალი წაუყენეს.

75 წლის ყოფილი პრეზიდენტი ქალაქ დურბანის სასამართლოში 15 წუთით გამოჩნდა, ხანმოკლე განხილვის შემდეგ კი სასამართლო 8 ივნისისთვის გადაიდო. ჯეიკობ ზუმას გასამართლება კორუფციის, რეკეტის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლებით ემუქრება. გამოძიება 16 ეპიზოდზე მიმდინარეობს.

ზუმას ადვოკატები ბრალდებებს გაყალბებულს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, თავად ყოფილი პრეზიდენტი კი ბრალდებებს უარყოფს. კორუფციის ბრალდება 1990-იან წლებში შეიარაღების შესყიდვას უკავშირდება.